,,თბილისის უნივერსიტეტში”
2009 წელს მაგისტრატურაში მიღების
წესები
§1. სამაგისტრო სპეციალობები და საკონკურსო ადგილები.
1.1. ,,თბილისის უნივერსიტეტის” მაგისტრატურაში მიღება ცხადდება იმ სპეციალობებში, რომელთათვისაც უნივერსიტეტს ჰყავს პროფესორ-მასწავლებელთა შესაბამისი კადრები, გააჩნია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სათანადოდ დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამები.
1.2.,,თბილისის უნივერსიტეტის” მაგისტრატურაში 2009 წელს მისაღები ადგილების რაოდენობა სპეციალობების მიხედვით განსაზღვრულია შემდეგნაირად:
1. ბიზნესის ადმინისტრირება - საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე - 25 ადგილი.
2. სამართალმცოდნეობა - (მოდული სისხლის სამართალი) - 25 ადგილი
§2. კონკურსზე დაშვება
2.1. ,,თბილისის უნივერსიტეტის” მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსზე დაიშვებიან უმაღლესი განათლების მქონე ბაკალავრები ან ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების მქონე დიპლომირებული სპეციალისტები წინამდებარე წესების 2.2.-2.3. მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.
2.2 მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარება ხდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.
2.3. საკონკურსო გამოცდაზე პიროვნება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მან დროულად გაიარა რეგისტრაცია მიმღებ კომისიაში და წარადგინა სათანადო საბუთები (იხ. §4).
§ 3. კონკურსი. ჩარიცხვა
3.1. მაგისტრატურაში ცალკეულ სპეციალობაზე საკონკურსო ადგილების დასაკავებლად ყველა კონკურსანტი აბარებს ერთ საკონკურსო გამოცდას სპეციალობაში ,,თბილისის უნივერსიტეტში” შემუშავებული მისაღები საგამოცდო პროგრამის მიხედვით და გაივლის გასაუბრებას ერთ-ერთ უცხო ენაში.
3.2. სპეციალობაში საკონკურსო გამოცდა ჩატარდება წერით (ტესტირება ან წერა საგამოცდო ბილეთის საკითხების მიხედვით).
3.2.1. საკონკურსო გამოცდის წერითი ან ტესტური ნამუშევარი შეფასდება 100-ბალიანი სისტემით.
3.2.2. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას, ანუ მინიმუმ 61 ქულას.
3.2.3. სპეციალობაში გამოცდას ჩაატარებს საკონკურსო_საფაკულტეტო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია მაგისტრატურაში მისაღებ საკონკურსო გამოცდის შეფასების სიზუსტეზე.
3.3. უცხო ენაში გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენაში.
3.3.1. უცხო ენაში გასაუბრებას ჩაატარებს უნივერსიტეტის უცხო ენების კათედრა, რომელიც პასუხისმგებელია საკონკურსო შეფასებათა სიზუსტეზე.
3.3.2. უცხო ენაში გასაუბრების შედეგად დადგინდება კონკურსანტის ცოდნის დონე-ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული საერთო სკალასთან მიმართებაში, (რომელიც სამ ძირითად და ექვს ქვე-დონედ იყოფა).
3.3.3. უცხო ენაში გასაუბრება ჩაითვლება დადებითად თუ კონკურსანტის ცოდნა შეესაბამება არანაკლებ B1 დონეს.
3.4. მაგისტრატურაში საკონკურსო გამოცდისა და გასაუბრების შედეგების შესაბამისად ვაკანტურ ადგილებზე ჩაირიცხებიან ის კონკურსანტები, რომლებიც გამოცდაში მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს და უცხო ენაში ექნებათ ცოდნის შესაბამისი დონე.
3.5. კონკურსანტები, რომლებიც სპეციალობაში მიიღებენ 61 ქულაზე ნაკლებს, მოიხსნებიან კონკურსიდან და არ ჩაირიცხებიან მაგისტრატურაში.
3.6. ჩარიცხული მაგისტრანტები სწავლის პირველი სემესტრის საფასურს იხდიან რეგისტრაციის დროს.
§ 4. საბუთები და მათი მიღება
4.1. მაგისტრატურაში სწავლის მსურველებმა უნივერსიტეტის მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
1. პირადი განცხადება რექტორის სახელზე, სამაგისტრო პროგრამის მითითებით (გაიცემა მიმღებ კომისიაში);
2. უმაღლესი განათლების დიპლომი (დედანი) დანართითურთ და მათი თითო ასლი;
3. კონკურსანტის ანკეტა (გაიცემა მიმღებ კომისიაში);
4. ოთხი ფერადი ფოტოსურათი ზომით (3X4)სმ;
5. მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
6. სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი საბუთი (სავალდებულოა ვაჟებისთვის);
4.2. კონკურსზე დაშვებული პირები ვალდებულნი არიან საკონკურსო გამოცდაზე გამოცხადდნენ დაუგვიანებლად და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის გარეშე გამოცდაზე დაშვება არ მოხდება.
§ 5. მისაღები გამოცდების ჩატარების პროცედურა
5.1. კონკურსის ჩატარების მიზნით უნივერსიტეტში იქმნება მიმღები დარგობრივი კომისია. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
5.2. კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი საჩივრების განხილვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო კომისია. საპრეტენზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ან საგამოცდო კომისიის წევრი.
5.3. საგამოცდო და საპრეტენზიო კომისიების მუშაობას ზედამხედველობას უწევს რექტორი.
5.4. მაგისტრატურაში მიღების მსურველთა რეგისტრაციის და კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა ევალება უნივერსიტეტის მაგისტრატურის განყოფილებას.
5.5. ,,თბილისის უნივერსიტეტის” მაგისტრატურაში სწავლება ფასიანია. საფასურის ოდენობა განისაზღვრება თითოეული სასწავლო წლისათვის დადგენილი საუნივერსიტეტო ტარიფების შესაბამისად.
2009 წელს მაგისტრატურაში მისაღები საგამოცდო საკითხები
სპეციალობაში ,, საფინანსო-საბანკო და სადაზღვევო საქმე”
1. ფინანსური კონტროლი.
2. ფინანსების სოციალ-ეკონომიკური არსი და მისი ფუნქციები.
3. საფინანსო სისტემა და მისი ცნება.
4. ფინანსური ბაზარი და მისი როლი რესურსების მობილიზაციასა და გამოყენებაში.
5. ფინანსური პილიტიკის ტიპები.
6. ფინანსების მართვისა და დაგეგმვის აუცილებლობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში.
7. საწარმოს ფინანსური მდგომარეობა, მოგება, მისი ფორმები და გამოყენება.
8. სახელმწიფო ფინანსების ზოგადი დახასიათება.
9. საფინანსო რეზერვები.
10. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი წყარო და ხარჯვის სტრუქტურა.
11. საზოგადოებრივ საწარმოთა ფინანსები.
12. სპეციალური, მიზნობრივი და საქველმოქმედო ფონდები.
13. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა.
14. საბიჯეტო დეფიციტი და მისი დაფინანსების მეთოდები.
15. სახელმწიფო შემოსავლები.
16. ფულის მიმოქცევის ცნება და არსი.
17. ფულის ფუნქციები.
18. ფულის თეორიები.
19. ფულის სახეები.
20. ფულის მიწოდება, ფულზე მოთხოვნა და მონეტარული პოლიტიკა.
21. ფულის მასა და ფულის მიმოქცევის სისწრაფე.
22. ინფლაცია. მისი გამომწვევი მიზეზები, შედეგები და დაძლევის გზები.
23. ფულის ემისია, როგორც ქვეყნის ფულად_საკრედიტო პოლიტიკის რეგულირების საშუალება.
24. ფულადი სისტემა და მისი განვითარება.
25. სადებეტო და საკრედიტო ბარათები.
26. კრედიტის ეკონომიკური არსი, ფუნქციები, ფორმები და სახეობები.
27. პლასტიკური ბარათები_ელექტრონული ფული.
28. სავალუტო კურსი და როლი ქვეყნის ეკონომიკაში.
29. სახელმწიფო ხაზინა.
30. თამასუქი, ჩეკი.
31. საქართველოს ეროვნული ბანკის როლი ფულის მიმოქცევის რეგულირებაში.
32. კომერციულ ბანკებში ძირითადი ოპერაციები.
33. საბანკო სისტემები.
34. საბანკო ბაზრის მონაწილენი.
35. ბანკის აქტივების შემადგენლობა და სტრუქტურა.
36. არასაბანკო, საკრედიტო_საფინანსო ინსტიტუტები.
37. საბანკო მოგება და მისი წყაროები.
38. კომერციული ბანკების რესურსები.
39. ბანკის ლიკვიდურობა და მისი მაჩვენებელი.
40. საქართველოს ეროვნული ბანკის რეგიონალური ქვედანაყოფები და ფუნქციები.
41. საბანკო რისკები და მათი მართვა.
42. კომერციული ბანკების აქტივები ლიკვიდურობის მიხედვით.
43. საბანკო_საფინანსო და ფულადი ბაზრის ურთიერთობა.
44. საბანკო ბაზარი და მისი მნიშვნელობა.
45. საქართველოს სადაზღვევო ბაზარი.
46. სადაზღვევო რისკი და მისი მართვის ძირითადი მეთოდები.
47. ინვესტიციების ორგანიზაცია და დაფინანსება საქართველოში.
48. საქართველოს საგადასახადო სისტემა და მისი დახასიათება.
49. გადასახადები, როგორც ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ინსტრუმენტი.
50. ფასიანი ქაღალდები და მათი სახეები.
საგამოცდო ტესტის (ნიმუში)
არსებობს ცნება კროს-კურსის სახით, რომელიც ნიშნავს:
ა) უცხოური ვალუტის ეროვნულ ვალუტასთან კოტირებას
ბ) ორი უცხოური ვალუტის თანაფარდობას ეროვნული ვალუტის კურსების მეშვეობით
გ) ვალუტის დევალვაციას
დ) ვალუტის რევალვაციას
ლიტერატურა:
1. ბახტაძე ლ., - ფინანსური ბაზარი. თბ., 2006
2. გადელია დ., - კორპორაციათა ფინანსები. თბ., 2005
3. გამსახურდია გ., - ფინანსების როლი საქართველოს გარდამავალი ეკონომიკის პირობებში. გამომცემლობა თბ., 1996
4. გამსახურდია თ., - საქართველოს საგადასახადო-საბიუჯეტო სისტემის ფუნქციონირების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე. თსუ 2003.
5. გოგოხია მ., - საბანკო საქმე თბ., 2007
6. ინგოროყვა ა., წიკლაური ს., - ფულის მიმოქცევა და კრედიტის საფუძვლები, თბ., 2000
7. კაკულია მ., - სავალუტო სისტემის განვითარების პრობლემები საქართველოშიÚ თბ., 2001.
8. კაკულია რ., - ფინანსების თეორია, თბ. 2004
9. კაკულია რ., ხელაია გ., - ფულის მიმოქცევისა და კრედიტის ზოგადი თეო¬რია, თბ. 2003
10. კაკულია რ., ბახტაძე ლ., _ საერთაშორისო სავალუტო საფინანსო და საკრედიტო ურთიერთობები თბ., 2007
11. კაკულია რ., ხელაია გ., - ფულის მიმოქცევა და კრედიტის ზოგადი თეორია თბ., 2003
12. კოვზანაძე ი., - საქართველოს კომერციული ბანკების ფუნქციონირების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე, თბ, 2001
13. ქისტაური ლ., ქისტაური შ., - საქართველოს საფინანსო და საბანკო სამართლის პრობლემები, თბ, 1997
14. ქოქიაური ლ., - საბანკო საქმიანობის საფუძვლები, ტ. I. თბ. 2004
15. ქოქიაური ლ., - საბანკო საქმიანობის საფუძვლები, ტ. II. თბ. 2005
16. ქოქიაური ლ., - ინვესტიციების თეორიული გენეზისი თბ., 2007
17. ღუდუშაური ლ., - კრედიტი და თანამედროვე საბანკო მექანიზმი, თბ. 2007
18. ცაავა გ., - საბანკო საქმე თბ., 2005
19. ცაავა გ., - ფინანსები, ფულის მიმოქცევა, ფინანსური ინჟინერია, კრედიტი, თბ., 1999.
20. ცაავა გ., ბიწაძე ბ., ლიპარტია ზ., - ფინანსური მენეჯმენტი თბ., 2006.
21. ჯგერენაია ე., _ საბაჟო საქმის ტექნოლოგიის საფუძვლები. თბ., 2002
22. Боди Э., Мертон Р.,К., – Финансы, Пер. с англ. – М., 2004.
23. Ковзанадзе И., – Системные банковские кризисы в условиях финансовой глобализации, Тб., 2003.
24. Ковзанадзе И., – Тенденции и перспективы развития экономики и банковского сектора трансформационных стран, М., 2005.
2009 წელს მაგისტრატურაში მისაღები საგამოცდო საკითხები
სპეციალობაში სამართალმცოდნეობა (მოდული სისხლის სამართალი)
1. სისხლის სამართლის კანონის მოქმედების ფარგლები
2. სისხლის სამართლის კანონის დროში მოქმედება და თანამონაწილეობის პრობლემა
3. სისხლის სამართლის კანონის მოქმედება სივრცეში
4. სისხლის სამართლის კანონის უკუძალა
5. სისხლის სამართლის პრინციპები
6. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი
7. დამნაშავის ექსტრადიცია და გადაცემა
8. ქმედების შემადგენლობის ობიექტურიმხარის ნიშნები
9. მიზეზობრივი კავშირი
10. მიზეზობრივი კავშირის ,,გაწყვეტის” პრობლემა
11. უმოქმედობის მიზეზობრივი პრობლემა
12. ქმედების შემადგენლობის სუბიექტური მხარის ნიშნები
13. დანაშაულის ამსრულებლობა
14. თანამონაწილეობა დანაშაულში
15. თანამონაწილის სახეები
16. დანაშაულის მომზადება
17. დანაშაულის მცდელობა და მისი სახეები
18. ნებაყოფლობით ხელის აღება დანაშაულზე
19. ერთიანი დანაშაული და მისი სახეები
20. არაერთგზისი დანაშაული
21. დანაშაულის ერთობლიობა
22. დანაშაულის რეციდივი
23. ასაკობრივი შეურაცხაობა
24. აუცილებელი მოგერიება
25. უკიდურესი აუცილებლობა
26. სასჯელის ცნება და მიზნები
27. სასჯელის სისტემა
28. სასჯელის დანიშვნა
29. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სახეები
30. სასჯელის გათავისუფლება
31. არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებანი
32. მკვლელობის ცნება და სახეები
33. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და მძევლად ხელში ჩაგდება
34. ქურდობა და ძარცვა, როგორც მომიჯნავე შემადგენლობები
35. ყაჩაღობა
36. ბანდიტიზმი
37. ხულიგნობა
38. ნარკოტიკული დანაშაული
39. სატრანსპორტო დანაშაული
40. დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ
41. დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ
42. დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ
43. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი
44. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი
45. წინასწარი გამოძიების ცატარების საერთო პირობები
46. საგამოძიებო მოქმედებები და მათი ჩატარების საპროცესო წესი
47. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებები
48. საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში
49. საპროცესო შეთანხმება
50. საქმის განხილვა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში
51. საქმის განხილვა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში
52. განაჩენის დადგენა
53. სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერება და განახლება
54. წინასწარი გამოძიების დამთავრების ფორმები
55. განაჩენის, განჩინების ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა
საგამოცდო ტესტის (ნიმუში)
გ-ს ბრალად შეერაცხა სსკ-ის 109 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას. სასამართლომ დანიშნა სხდომა. სხდომაზე ბრალდებულის დამცველმა იშუამდგომლა ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და გ-ს ბრა;ლდების სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა წარმოებით.
ჰქონდა თუ არა სასამართლოს უფლება ძირითად სასამართლო სხდომაზე განხილვის გარეშე პირდაპირ განმწესრიგებელო სხდომაზე შეეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე?
ა) არა, ვინაიდან სასამართლოს უფლება არა აქვს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განმწესრიგებელ სხდომაზე შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე
ბ) არა, ვინაიდან სასამართლოს უფლება არა აქვს ამ კატეგორიის დანაშაულთა ბრალდების საქმეებზე საერთოდ ჩაატაროს განმწესრიგებელი სხდომა
გ) კი, ვინაიდან სასამართლოს უფლება აქვს შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე თუ კი საფუძველი არსებობს
დ) კი, ვინაიდან სასამართლოს უფლება აქვს სისხლოის სამართლის საქმე, ბრალდებულის ბრალეულობის საკითხის განხილვის შემდეგ, განმწესრიგებელ სხდომაზე შეწყვიტოს.
ლიტერატურა:
ნორმატიული მასალა
1. საქართველოს კონსტიტუცია, თბილისი, 1995 (2009 წლის მდგომარეობით);
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, თბილისი, 2009;
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, თბ 2009;
4. საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, თბილისი, 1996;
5. ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს 1, 2, 3, 4 კონვენციები, 1997 წლის 1-ლი და 2-ე დამატებითი ოქმები;
6. 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირიტად თავისუფლებათა შესახებ; საქართველოს კანონები ადამიანის უფლებათა შესახებ; საერთაშორისო აქტები და კონვენციები, თბილისი, 1998;
7. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება, თბილისი, 1998;
8. საქართველოს კანონი სისხლის სამართლის საერტაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, თბილისი, 2003 წლის 14 აგვისტო.
ლიტერატურა ყველა თემისათვის
1. თ. წერეთელლი, გ. ტყეშელაძე, მოძღვრება დანაშაულზე. თბ. 1969;
2. ო. გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, პირველი წიგნი, 2005;
3. გამყრელიძე, შერაცხვის პრობლემა სისხლის სამართალში და ბრალის ნორმატიული ცნების დასაბუთების ცდა, ჟურ. ,,ადამიანი და კონსტიტუვია”, 2002, №3-4;
4. ო. გამყრელიძე, დანაშაულის მცდელობა თუ დამთავრებული დანაშაული, ჟურნ. ,,მართლმსაჯულების მაცნე”, 1999, №4;
5. ო. გამყრელიძე, დამთავრებული და დაუმთავრებელი მცდელობის საკითხისათვის, იხ. თინათინ წერეთლის დაბადების 100-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე წაკითხული მოხსენების კრებული, 2006;
6. თ. წერეთელი, დანაშაულის მომზადება და მცდელობა, 1961;
7. თ. წერეთელი, თანამონაწილეობა დანაშაულში, 1965;
8. ო. გამყრელიძე, დანაშაულის ჩადენის ადგილის ცნებისათვის, ჟურნ. ,,საბჭოთა სამართალი”, 1989 №2;
9. ო. გამყრელიძე, დანაშაულის შუალობითი ამსრულებლობა და თანაამსრულებლობა, 1974;
10. ო. გამყრელიძე, სისხლის სამართლებრივი უმართლობის პრობლემა და თანამონაწილეობის დასჯადობის საფუძველი, 1989;
11. თ. ებრალიძე, წამქეზებლის ფიგურა სისხლის სამართლში, ჟურნ. ,,ადამიანი და კონსტიტუცია”, 2003 №3;
12. თ. ებრალიძე, ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხისათვის, თინათინ წერეთლის დაბადების 100-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენების კრებული, 2006;
13. ტურავა, სისხლის სამართალი. 2002;
14. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, ნაწ. I თბ, 2004;
15. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, ნაწ. II თბ, 2004;
16. დ. ჯულუხაძე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ტრეფიკინგისათვის, თბ. 2006;
17. სისხლის სამართლის პროცესი, ავტ. კოლ. თბ, 2002;
18. ვ. ბენიძე სისხლის სამართლის პროცესი, თბ. 2000;
19. ი. ბოხაშვილი, აპელაცია სისხლის სამართლის პროცესში, თბ, 2004.
.
შენიშვნა: წერითი გამოცდის ხანგრძლივობა ტესტირების შემთხვევაში განისაზღვრება ერთი საათით, ხოლო ბილეთებით წერის შემთხვევაში 3 საათით.
|