Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
 

 

 

 

 

აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შპს ”თბილისი უნივერსიტეტის” სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ.

საბუთების მიღება წარმოებს შპს ”თბილისის უნივერსიტეტის” კანცელარიაში

    კონკურსი ცხადდება ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტის 3 სრული, 3 ასოცირებული, 1 ასისტენტ-პროფესორის  და ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტის 1 სრული, 1 ასოცირებული და 1 ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

 

 

 

სრული პროფესორი

 

ასოცირებული პროფესორი

 

ასისტენტ
პროფესორი

 

ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულება
(დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 1 აპრილი)
საბანკო, საფინანსო და სადაზღვევო საქმე

 

 

 

1

 

 

 

1

 

 

 

1

 

იურიდიული მიმართულება
(დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 1 აპრილი)
სისხლის სამართალი
სამოქალაქო სამართალი

 

 

1
1

 

 

1
1

 

 

 

ჰუმანიტარული მეცნიერება
(დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 1 აპრილი)
ინგლისური ფილოლოგია (ინგლისური ლიტერატურა)

 

 

1

 

 

1

 

 

1

 

 

 

ბრძანება №1
5.01.2009წ.

   ეკონომიკისა და სამართლის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ.

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, შპს ”თბილისის უნივერსიტეტის” წესდების 28 და 29 მუხლის 1 და მე-2 პუნქტის შპს ”თბილისის უნივერსიტეტში” სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 24 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე

 

ვბრძანებ

  1. გამოცხადდეს კონკურსი შპს ”თბილისის უნივერსიტეტში” ეკონომიკისა და სამართლის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
  2. კონკურსი გამოცხადდეს 2009 წლის 5 მარტს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 1 ივნისი;
  3. კონკურსი ცხადდება ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტის 3 სრული, 3 ასოცირებული, 1 ასისტენტ-პროფესორის  და ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტის 1 სრული, 1 ასოცირებული და 1 ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
  • ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულება:
    საბანკო, საფინანსო და სადაზღვევო საქმე - 1 სრული, 1 ასოცირებული, 1 ასისტენტ-პროფესორი;
  • იურიდიული მიმართულება:

სისხლის სამართალი -  1 სრული და 1 ასოცირებული პროფესორი;
სამოქალაქო სამართალი - 1 სრული და 1 ასოცირებული პროფესორი;

  • ჰუმანიტარული მიმართულება:

ინგლისური ფილოლოგია (ინგლისური ლიტერატურა) – 1 სრული, 1 ასოცირებული და 1 ასისტენტ პროფესორი.

  1. შპს ”თბილისის უნივერსიტეტის” სრული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი
(დოკუმენტების) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი  - სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესარულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;

            კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების  ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და  სამაგისტრო პროგრამების შესახებ;

 

  1. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი  ვალდებულია წარმოადგინოს:

ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების  ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და  სამაგისტრო პროგრამების შესახებ;

 

  1. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

 
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი
(დოკუმენტების) ასლი და დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.

 

  1. კონკურსანტთა შერჩევის შესარჩევ კომისიას უფლება აქვს გაითვალისწინოს ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა:

 

ა) გამოქვეყნებული ნაშრომების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ბ) პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება (სტაჟი);
გ) მონაწილეობა სამეცნიერო სიმპოზიუმებში, კონფერენციებში;
დ) მონაწილეობა საგრანტო, მათ შორის საერთაშორისო თემატიკაში;
ე) სტრუქტურული ერთეულის განვითარების სტრატეგიული ხედვა.

 

  1. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს შპს ”თბილისის   უნივერსიტეტის” კანცელარიაში, ქ. თბილისი, ჯიქიას ქ. 10.

ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ”ელვა”, VI სართული.

 

  1. ბრძანება გამოქვეყნდეს შპს ”თბილისის უნივერსიტეტის” ოფიციალურ

ვებ-გვერდზე.

  1. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს ”თბილისის უნივერსიტეტის” აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება 2008 წლის 24 დეკემბერი.

 

რექტორი, პროფ                                                                           დავით ჯანგულაშვილი

 

 

კონკურსანტის მიერ წარმოსადგენი ზოგიერთი დოკუმენტის ნიმუში:

1. ანკეტა;

2. ავტობიოგრაფია (cv);

3. განცხადება რექტორის სახელზე;

4. წარდგენილი საბუთების ჩამონათვალი.

 

 

სახელი 

პაროლი 
        

 

 

 

Copyright © თბილისის უნივერსიტეტი-2006-2008 წ | დიზაინი და პროგრამირება - ლევან ჯანგულაშვილი Mail: jangulashvili@ukr.net