Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
 

 

 

 

ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტი

სპეციალობა: ინგლისური ენა და ლიტერატურა

ფაკულტეტის დეკანი: ასისტენტ-პროფესორი თამარ ჯანგულაშვილი.
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ორი აკადემიური პროგრამა:

  • ბაკალავრის;
  • დოქტორის.

მოცემული პროგრამები ეყრდნობა დასავლურ სტანდარტებს, მასში გათვალისწინებულია ბოლონიის, სალამანკის, პრაღის კონვენციები და რეკომენდაციები, აგრეთვე ეროვნული თავისებურებანი.
ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს იმ გვარად, რომ მისმა კურსდამთავრებულებმა დააკმაყოფილონ შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნები, შესაბამისად, შეძლონ სამუშაო ადგილის ადვილად მოპოვება, ამის გათვალისწინებით ფაკულტეტი მთავარ ამოცანად თვლის მაქსიმალურად გახსნას და განავითაროს თითოეული სტუდენტის ინტელექტუალური პოტენციალი, ღრმა თეორიულ ცოდნასთან ერთად გამოიმუშაოს პროფესიული ჩვევები, ჩამოუყალიბოს მოვლენების კრიტიკული ხედვისა და შეფასების უნარი.
საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი ისეა შედგენილი, რომ სტუდენტს შეეძლება მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა ინგლისურ ენაში, მისი სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინებით, გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი, გამოიმუშაოს სწორი მეტყველება და მართლწერის კულტურა, შეისწავლოს ენის თეორიული მოდულები, სტილისტიკა, ენის ისტორია, ინგლისურისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერატურის ისტორია; ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა და პედაგოგიკა. მეორე აკადემიური წლიდან სტუდენტი შეისწავლის მეორე უცხო ენას არჩევით (გერმანული, ფრანგული, ესპანური).
სადოქტორო პროგრამის დოქტორანტურის კურსი ითვალისწინებს ინგლისურ ფილოლოგიაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას ინგლისური ენის თეორიასა და ინგლისური ლიტერატურის დარგში, რომელთა მომავალი მუშაობის სფეროები იქნება უმაღლეს სასწავლებლებში თეორიული საგნების წაკითხვა, სამეცნიერო მუშაობა შესაბამის ინსტიტუტებში;
აკადემიური პერსონალი:

  1. კოტე გოგოლაშვილი - სრული პროფესორი
  2. ლია მენთეშაშვილი - სრული პროფესორი
  3. მიხეილ რეხვიაშვილი -სრული პროფესორი
  4. ნათელა წოწონავა - ასოცირებული პროფესორი
  5. ნინო ჩახუნაშვილი - ასოცირებული პროფესორი
  6. ლია თაკვარელია - ასოცირებული პროფესორი
  7. ნინო სანაია - ასოცირებული პროფესორი
  8. იზოლდა კუტალაძე - ასოცირებული პროფესორი
  9. ივლიტა გაჩეჩილაძე - ასოცირებული პროფესორი
  10. თამარ ჯანგულაშვილი - ასისტენტ-პროფესორი.
 

 
 

სახელი 

პაროლი 
        

 

 

 

Copyright © თბილისის უნივერსიტეტი-2006-2008 წ | დიზაინი და პროგრამირება - ლევან ჯანგულაშვილი Mail: jangulashvili@ukr.net