თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტთა სწავლა-აღზრდის საქმეში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ბიბლიოთეკამ, რომლის ფონდი 6 500 წიგნს მოიცავს. ბიბლიოთეკა მთლიანად გადახალისებულია უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით. ბიბლიოთეკაში სპეციალობების და დარგების შესაბამისად არის:
• იურიდიული ლიტერატურა;
• ეკონომიკური ლიტერატურა;
• უცხოური ენის სახელმძღვანელოები და დამხმარე ლიტერატურა;
• სამედიცინო ლიტერატურა;
• მხატვრული ლიტერატურა;
• აუდიო და ვიდეო მასალა;
ბიბლიოთეკაში არსებობს საშტატო განრიგით გათვალისწინებული ბიბლიოთეკარის საშტატო ერთეული, წიგნების და კასეტების კატალოგები, რომლებიც ორგანიზებულია საგნობრივი და სხვა საბიბლიოთეკო პრინციპებით.
ბიბლიოთეკაში ნახავთ ამერიკიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან მიღებულ მდიდარ სასწავლო ლიტერატურას აუდიო და ვიდეოკასეტებით.
ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 9:30-დან 17:30 საათამდე.
ბიბლიოთეკაში წიგნების ფონდის, კასეტებისა და კომპაქტდისკების აღრიცხვა ხდება თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების დახმარებით.
კვლევა შპს "თბილისის უნივერსიტეტში"
2008 წელს შპს "თბილისის უნივერსიტეტმა" გააფორმა ხელშეკრულება საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან, რის საფუძველზეც მიიღო საინფორმაციო საშუალებათა გამოყენების უფლება. კერძოდ, ასოციაციამ დაარეგისტრირა შპს "თბილისის უნივერსიტეტი" პროექტ ”ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის” მონაწილეთა კონსორციუმის წევრად, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა პროექტში ”ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის - elFL”, კერძოდ, გამოიყენოს შემდეგი ელექტრონული რესურსები:
EBSCOHost (http://search.epnet.com)
Cambridge University Journals (http://journals.cambridge.org)
Oxford University Journals (http://www.oxfordjournals.org)
დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს სტატიები და საკონფერენციო მასალები ზემოთ აღნიშნულ ვებ საიტებზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "თბილისის უნივერსიტეტის" ბიბლიოთეკას.
სახელმძღვანელოები
საუნივერსიტეტო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით უნივერსიტეტში მწვავედ დაისვა სტუდენტებისათვის ახალი, მაღალხარისხოვანი სახელმძღვანელოების გამოცემის საკითხი. სწორედ ამ მიზნით დაიწყო პროგრამის, - “სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის” - განხორციელება. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტების უზრუნველყოფას მათთვის აუცილებელი სახელმძღვანელოებით, დამხმარე სახელმძღვანელოებით, სალექციო კურსებითა და სხვა აუცილებელი მასალით.
გარდამავალ პერიოდში თითოეული სტუდენტის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბების საქმეში უდავოდ დიდ როლს ასრულებს ახალი, თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, მიწოდებული სახელმძღვანელო.
სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალების გამოცემა შპს "თბილისის უნივერსიტეტში" ინტენსიურად მიმდინარეობს.
უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სასწავლო ლიტერატურა
პროგრამით - “სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის”
2004-2008 წწ.
1. მიკროეკონომიკა;
2. მაკროეკონომიკა;
3. ფასწარმოქმნა;
4. სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია;
5. რომის სამოქალაქო სამართალი;
6. უმაღლესი მათემატიკა სტუდენტებისათვის;
7. საბაზრო ეკონომიკის საფუძვლები;
8. ეკონომიკური თეორიის საფუძვლები;
9. წარმოების ეკონომიკა და ორგანიზაცია;
10. ”ჩვენ ვსწავლობთ ინგლისურს” – 7 წიგნად;
11. მენეჯმენტის საფუძვლები - 5 წიგნად.