აკადემიური პროგრამები
უნივერსიტეტი ახორციელებს სამ აკადემიურ პროგრამას: ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის.
- ბაკალავრის აკადემიური პროგრამა მოიცავს 4 აკადემიურ წელს. მისი მიზანია სტუდენტთა პროფესიული მომზადება და შესაბამისი სპეციალობის თეორიული საფუძვლების იმ მოცულობით სწავლება, რაც აუცილებელია მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად ან მუშაობის დასაწყებად. ბაკალავრის პროგრამა ხორციელდება ეკონომიკისა და სამართლის და ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტებზე;
- სამაგისტრო აკადემიური პროგრამის მიზანია სტუდენტთა მომზადება სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, აგრეთვე, კვალიფიკაციის ამაღლება და სპეციალობის შეცვლა. ეს უკანასკნელი ნიშნავს იმას, რომ არ არის აუცილებელი პროგრამათა იდენტურობა - შესაძლებელია საბაკალავრო პროგრამის სხვა სპეციალობით დამთავრება და მაგისტრატურაში სხვა სპეციალობით სწავლის გაგრძელება. ხარისხის მინიჭებისათვის საჭიროა 120 კრედიტის დაგროვება. სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტზე. სწავლის ხანგრძლივობა ორი წელია;
- სადოქტორო აკადემიური პროგრამის განხორციელება უნივერსიტეტში დაიწყო 2007/2008 სასწავლო წლიდან. ამ პროგრამაზე დაიშვებიან სამაგისტრო ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები. პროგრამის დასრულებისათვის საჭიროა 180 კრედიტის დაგროვება. მისი დასრულების და დისერტაციის დაცვის შემდეგ დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი. სადოქტორო პროგრამა ხორციელდება ჰუმანიტარულ და ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტებზე.
|
| |
|
|
| Copyright © თბილისის უნივერსიტეტი-2006-2008 წ | დიზაინი და პროგრამირება - ლევან ჯანგულაშვილი Mail: jangulashvili@ukr.net
|
|