ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- სპეციალობა: ინგლისური ენა და ლიტერატურა
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
(ინგლისური ენა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
ინგლისური ენის საბაკალავრო პროგრამის მიზანი:
- სტუდენტმა მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა ინგლისურ ენაში, მისი სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინებით;
- გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი, გამოიმუშაოს სწორი მეტყველება და მართლწერის კულტურა;
- შეისწავლოს ენის თეორიული მოდულები, სტილისტიკა, ენის ისტორია, ინგლისისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერატურის ისტორია;
- შეისწავლოს ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა, პედაგოგიკა;
- მეორე აკადემიური წლიდან სტუდენტი შეისწავლის მეორე უცხო ენას არჩევით (გერმანული, ფრანგული, ესპანური);
- მიიღოს ზოგადი განათლება მათთვის სასურველ დისციპლინებში, რომელთაც შეიძლება არ ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ძირითად სპეციალობასთან;
- ინგლისური ენის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს, რომ კურსდამთავრებულს ჰქონდეს ზოგადი ჰუმანიტარული ცოდნა, ფლობდეს კვლევის ხერხებსა და მეთოდოლოგიის საფუძვლებს;
- ჰქონდეს მასალის ანალიზისა და სინთეზის უნარი;
- კურსდამთავრებულს შეეძლოს სასწავლო დისციპლინებს პრაქტიკული და თეორიული ასპექტების ათვისების შემდეგ სწავლა განაგრძოს სამაგისტრატურო პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტისა დამკვლევარის მომზადებაზე;
უცხო ენების საბაკალავრო პროგრამა ოთხწლიანია. საბაკალავრო პროგრამის მოცულობა - 240 ECTS კრედიტია. სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა უნდა დაძლიოს 30 ECTS კრედიტიანი სასწავლო პროგრამა (წელიწადში 60 ECTS კრედიტი).
უცხო ენების საბაკალავრო პროგრამით ბაკალავრების მომზადება ემყარება ცალკეული საგნების სწავლებას. საგნების შესწავლისათვის აუცილებელი მოთხოვნები, ფორმები და მეთოდები მოცემულია შესაბამის სილაბუსებში. უნივერსიტეტში და შესაბამისად ფაკულტეტზეც დანერგილია შეფასების ერთიანი ევროპული სისტემის 100 ქულიანი სკალა (სემესტრული მუშაობის შეფასების მაქსიმალური 65 ქულა, ხოლო საგამოცდო შეფასების მაქსიმალური 40 ქულა).
I სემესტრი ( 30 ECTS კრედიტი)
1. ინგლისური ენა (სხვადასხვა ასპექტებით) - 20 ECTS კრედიტი;
2. ქართული ენა - 5 ECTS კრედიტი;
3. ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი - 5 ECTS კრედიტი;
II სემესტრი ( 30 ECTS კრედიტი)
1. ინგლისური ენა (სხვადასხვა ასპექტებით) - 15 ECTS კრედიტი;
2. ანტიკური ლიტერატურის ისტორია - 5 ECTS კრედიტი
3. ინფორმატიკა - 5 ECTS კრედიტი;
4. ქართული ენის სტილისტიკა - 5 ECTS კრედიტი;
სწავლის შედეგები
საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია:
- კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე საზოგადოებრივი საქმიანობიოს სხვადასხვა სფეროში;
- ტექსტების რედაქტირება, რეფერირება, კომენტირება, ანოტირება;
- მთარგმნელობითი საქმიანობის წარმოება, როგორც წერითი, ასევე ზეპირი სახით.
- იმსჯელოს ინგლისური ენის თეორიის, ინგლისური ლიტერატურის ისტორიის და თეორიის საკითხებზე;
- დაამუშავოს ფილოლოგიური პრობლემები მეცნიერულ კვლევის ელემენტების გამოყენებით.
დასაქმების სფეროები
- კურსდამტავრებულები დასაქმდებიან თარჯიმნებად ინგლისურენოვან საელჩოებში და საკონსულოებში;
- კერძო, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებში შეუძლიათ პროექტებში მონაწილეობის მიღება;
- პედაგოგიური საქმიანობა სკოლაში;
- შეუძლიათ სწავლა განაგრძონ სამაგისტრო პროგრამით, რომლის დასრულების შემდეგ შეუძლიათ სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა.
აკადემიური პერსონალი
- გოგოლაშვილი კონსტანტინე - ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი, პროფესორი
- კუჭუხიძე მაყვალა - ფილოლოგიურ მეცნ. კანდიდატი, ასოც. პროფესორი
- გელაშვილი მედეა - ასისტენტ პროფესორი
- თამარ ჯანგულაშვილი - ასისტენტ პროფესორი
- თამარ ვარდიძე - ასისტენტ პროფესორი
- ორლანდო ლატოძე - ასისტენტ პროფესორი
|
| |
|
|
| Copyright © თბილისის უნივერსიტეტი-2006-2008 წ | დიზაინი და პროგრამირება - ლევან ჯანგულაშვილი Mail: jangulashvili@ukr.net
|
|