Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
 

 

 

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

 

 

შპს თბილისის უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესი

თბილისის უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მობილობის ფარგლებში გადმოსულ სტუდენტთა კრედიტების აღიარება ექვემდებარება შემდეგ პრინციპებს:
1. EECTS (კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის ევროპული სისტემა) კრედიტებთან შესაბამისობა;
2. სტუდენტის მიერ არჩეული საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმთან შესაბამისობა;
3. საუნივერსიტეტო კურიკულუმთან შესაბამისობა (ეს ეხება ე. წ. თავისუფალ კრედიტებს).
კრედიტების აღიარების მიზნით თითოეულ ფაკულტეტზე იქმნება სპეციალური კომისია, რომელშიც შედის:
1. შესაბამისი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი /კოორდინატორი ან მის მიერ რეკომენდირებული პირი (აკადემიური პერსონალი/ ხელშეკრულებით ან საათობრივი წესით მოწვეული, შესაბამისი დარგობრივი კვალიფიკაციის მქონე პირი);
2. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარმომადგენელი;
3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და სტუდენტთა კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მისი ტექნიკური დამუშავება უნდა დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.

კრედიტების აღიარების პროცედურა

თბილისის უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მობილობის ფარგლებში გადმოსვლის მსურველი სტუდენტების კრედიტების აღიარება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით:
1. საფაკულტეტო საგნებში კრედიტების აღიარება (იგულისხმება ის საფაკულტეტო საგნები, რომლებიც სტუდენტს ანიჭებენ ამა თუ იმ დარგში აკადემიური ხარისხის მისაღებად საჭირო ზოგად დარგობრივ კომპეტენციებს).
2. სტუდენტის მიერ არჩეული ძირითადი საბაკალავრო პროგრამის (მაჯორ) კრედიტების აღიარება;
3. თავისუფალი კრედიტების აღიარება (თავისუფალ კრედიტად შეიძლება აღიარებულ იქნას მხოლოდ ისეთი საგანი, რომლის ეკვივალენტიც არსებობს საუნივერსიტეტო კურიკულუმში, ანუ სხვა ფაკულტეტების საბაკალავრო პროგრამებში).
იმის გამო, რომ ე. წ. თავისუფალ საგნებად მიჩნეული დისციპლინების რაოდენობა შეიძლება საღიარებელი კრედიტების რაოდენობაზე მეტი იყოს, ფაკულტეტი ამ საგნების ჩამონათვალიდან ირჩევს იმ დისციპლინებს, რომლებშიც სტუდენტს ყველაზე მაღალი შეფასებები აქვს მიღებული. მას შემდეგ, რაც სტუდენტი წარმატებით ჩააბარებს გადმოსაყვან გამოცდას, შესაძლებელია მას გაეწიოს რეკომენდაცია, თუ რომელ დამატებით, ე. წ. მინორ საბაკალავრო პროგრამას შეესაბამება მისი თავისუფალი კრედიტები.

კრედიტების აღიარების რეგულაციები:

1. თუ სტუდენტის მიერ მშობლიურ უნივერსიტეტში გავლილი სასწავლო კურსის დასახელება და კრედიტების რაოდენობა ემთხვევა თბილისის უნივერსიტეტში (შემდგომში თუ) საგნის დასახელებასა და კრედიტებს, მაშინ მისი აღიარება ხდება ავტომატურად;
2. თუ სტუდენტის მიერ მშობლიურ უნივერსიტეტში გავლილი სასწავლო კურსის კრედიტების რაოდენობა აღემატება თუ-ს შესაბამისი საგნის კრედიტების რაოდენობას, მაშინ ხდება იმდენი კრედიტის აღიარება, რამდენსაც ითვალისწინებს თუ-ს კურიკულუმი (მაგალითად, თუ სტუდენტს მოსმენილი აქვს ესა თუ ის 10 კრედიტიანი კურსი, ხოლო თუ-ში ანალოგიური კურსი 5 კრედიტიანია, მაშინ სტუდენტს ვუღიარებთ მხოლოდ 5 კრედიტს);
3. თუ სტუდენტის მიერ მშობლიურ უნივერსიტეტში გავლილი სასწავლო კურსის კრედიტების რაოდენობა ნაკლებია თბილისის უნივერსიტეტი-ს შესაბამისი საგნის კრედიტების რაოდენობაზე, მაგრამ ეს რაოდენობა არის 5, ან 5-ზე მეტი, მაშინაც ხდება იმდენი კრედიტის აღიარება, რამდენსაც ითვალისწინებს თუ-ს კურიკულუმი (მაგალითად, თუ სტუდენტს მოსმენილი აქვს 5 ან 6 კრედიტიანი კურსი, ხოლო თუ-ში ანალოგიური საგანი 10 კრედიტიანია, მაშინ სტუდენტს ვუღიარებთ 5 კრედიტს, რადგან საბაკალავრო პროგრამების აბსოლუტურ უმრავლესობაში კურიკულუმი ეფუძნება 5-ის ჯერადი კრედიტების მქონე სასწავლო კურსებს);
4. თუ სტუდენტის მიერ მშობლიურ უნივერსიტეტში გავლილი სასწავლო კურსის კრედიტები ნაკლებია თუ-ს შესაბამისი საგნის კრედიტებზე და მათ შორის სხვაობა არის 1 კრედიტი, მაშინ ამ სასწავლო კურსის აღიარება ხდება, მაგრამ თუ სხვაობა 2 კრედიტია, მაშინ ამ დისციპლინის კრედიტების აღიარების საკითხს წყვეტს ფაკულტეტი (მაგალითად, თუ სტუდენტს მოსმენილი აქვს 3 კრედიტიანი კურსი, ხოლო თუ-ში ანალოგიური საგანი 5 კრედიტიანია, ანუ სხვაობა არის 2 კრედიტი, ფაკულტეტი წყვეტს აღიაროს თუ არა ეს დისციპლინა);
5. თუ სტუდენტის მიერ მშობლიურ უნივერსიტეტში გავლილი სასწავლო კურსის დასახელება არ ემთხვევა თუ-ს საგნების დასახელებას, ფაკულტეტმა შესაძლებელია ზოგადი ხასიათის საგანი სტუდენტს უღიაროს როგორც შესავალი შესაბამის მიმართულებაში, ხოლო სპეციფიკური საგნების აღიარება შეიძლება მოხდეს ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების კურიკულუმის საგნებთან თემატური თავსებადობის საფუძველზე;
6. თუ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსულ სტუდენტს უცხო ენა უფრო მეტი მოცულობით აქვს გავლილი, ვიდრე ფაკულტეტის კურიკულუმი მოითხოვს, უცხო ენის “დარჩენილი” კრედიტები შეიძლება აღიარებულ იქნას ე. წ. თავისუფალ კრედიტებად;
7. თუ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსულ სტუდენტს სხვადასხვა საგანში მიღებული აქვს ე. წ. “დიფერენცირებული ჩათვლა”, მაშინ ხდება მისი აღიარება და შესაბამისი ქულის მითითება შეფასების 5 ბალიანი სისტემის 100 ქულიან სისტემაზე კონვერტაციის პრინციპების შესაბამისად. ე. წ. არადიფერენცირებული “ჩათვლა” უღიარდებათ როგორც გამსვლელი, 51 ქულა. იმ შემთხვევაში, სტუდენტი უკმაყოფილოა “ჩათვლისთვის” მინიჭებული ქულით, მან უნდა ჩააბაროს გამოცდა აღნიშნულ საგანში. აღნიშნული სასწავლო კურსებისთვის კრედიტის მინიჭება ხდება მოსმენილი საათების რაოდენობიდან გამომდინარე.
8. თუ სტუდენტის მშობლიური უნივერსიტეტი იყენებს არა EECTS კრედიტებს, არამედ განსხვავებულ საკრედიტო სისტემას, მაშინ მოძიებულ უნდა იქნას ამ სისტემის შესაბამისობა საერთო ევროპულ EECTS კრედიტების სისტემასთან. თუ სტუდენტის მშობლიურ უნივერსიტეტს არ გააჩნია საკრედიტო სისტემა, მაშინ სტუდენტის სასწავლო ბარათში მითითებული უნდა იყოს თითოეული სასწავლო კურსის მოცულობა (რამდენი კვირა ისწავლა სტუდენტმა ეს სასწავლო კურსი და კვირაში რამდენი საათი ეთმობოდა მას). აღნიშნულ საგანს უნდა მიენიჭოს კრედიტების ის რაოდენობა, რაც თუ-ში ანალოგიური მოცულობის სხვა სასწავლო კურსებს აქვთ (კრედიტების მინიჭების დროს გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელი მუშაობის საათები).

სემესტრის განსაზღვრა აღიარებული კრედიტების მიხედვით:
აღიარებული კრედიტების რაოდენობიდან გამომდინარე, სტუდენტს ეძლევა რეკომენდაცია სწავლა განაგრძოს იმ სემესტრიდან, რომელიც შემოთავაზებულია ქვემოთ მოცემულ სქემაზე:

საბაკალავრო პროგრამებისათის
0-დან 25-მდე პირველი (მეორე სემესტრი)
25-დან 80-მდე მეორე (მეოთხე სემესტრი)
80-დან 160-მდე მესამე (მეექვსე სემესტრი)
160-დან 240-მდე მეოთხე (მერვე სემესტრი)
მაგისტრატურა
0-დან 45-მდე პირველი (მეორე სემესტრი)
45-დან 120-მდე მეორე (მეოთხე სემესტრი)


თუ თბილისის უნივერსიტეტმა სტუდენტს უღიარა კრედიტები და მან სწავლა განაგრძო შესაბამისი სემესტრიდან, 240 კრედიტის დასაგროვებლად სტუდენტს შეიძლება მოუწიოს დამატებითი, IX სემესტრის გავლა, რის შესახებაც მას წინასწარ უნდა ეცნობოს.

 

 

ონლაინ კონტაქტი

განცხადება და პირველადი დოკუმენტები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე - info@tbuniver.edu.ge

შენიშვნები შესაბამის ფორმების შესავსებად:
* საკონტაქტო საათების გრაფა ივსება იმ შემთხვევაში თუ არ მიანიშნებთ კრედიტების რაოდენობას.
** შეიძლება ბოლო სემესტრის შედეგები ვერ დააფიქსიროთ სემესტრის დაუსრულებლობის გამო, მაგრამ სხვა ინფორმაცია მაინც მიუთითეთ

 

 
 

სახელი 

პაროლი 
        

 

 

 

Copyright © თბილისის უნივერსიტეტი-2006-2008 წ | დიზაინი და პროგრამირება - ლევან ჯანგულაშვილი Mail: jangulashvili@ukr.net