Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
 

 

 

 

აკრედიტაცია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს
საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დირექტორის

 

ბრძანება N70

2006წ. “  16         10

ქ. თბილისი

შპს თბილისის უნივერსიტეტისათვის ინსტიტუციური
აკრედიტაციის მინიჭების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 65-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 66-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის, 96-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის N223 ბრძანებით დამტკიცებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის დებულების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის N222 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დებულების მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის N361 ბრძანებულებით შექმნილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2006 წლის 14 აგვისტოს N4 სხდომის ოქმისა და 2006 წლის 6 ოქტომბრის N14 სხდომის ოქმის შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შპს თბილისის უნივერსიტეტს მიენიჭოს ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს 2007-2008 სასწავლო წლიდან.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (ქ. თბილისი, უზნაძის ქ. N52) ან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1 ა) მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

4. დაევალოს აკრედიტაციის სამმართველოს ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობა.

 

 

დირექტორი               ნინო ჩუბინიძე

 

 
 

სახელი 

პაროლი 
        

 

 

 

Copyright © თბილისის უნივერსიტეტი-2006-2008 წ | დიზაინი და პროგრამირება - ლევან ჯანგულაშვილი Mail: jangulashvili@ukr.net