1. დავით ჯანგულაშვილი |
სრული პროფესორი (თავმჯდომარე) |
2. ვლადიმერ ყანდაშვილი |
სრული პროფესორი |
3. გიორგი ცაავა |
სრული პროფესორი |
4. ვაჟა გურგენიძე |
სრული პროფესორი |
5. დოდო ჯულუხაძე |
ასოცირებული პროფესორი |
6. მედეა გელაშვილი |
ასოცირებული პროფესორი |
7. ზურაბ რობაქიძე |
ასოცირებული პროფესორი |
8. მერაბ ზედგინიძე |
ასოცირებული პროფესორი |
9. თამილა ხუციშვილი |
ასოცირებული პროფესორი |
შპს თბილისის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დებულება
პრეამბულა
ეს დებულება აწესრიგებს თბილისის უნივერსიტეტში (შემდგომში უნივერსიტეტი) აკადემიური საბჭოს ფუნქციონირებას. დამტკიცებულია დამფუძნებელთა საბჭოს სხდომაზე.
თავი I
ზოგადი დებულებანი
1.1. აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, მმართველი სუბიექტი, რომელიც დამფუძნებელთა საბჭოსთან, რექტორთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად ახორციელებს საქმიანობას განათლების სფეროში;
1.2. აკადემიური საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონით ,,უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს სხვა კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და ამ დებულებით;
1.3. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელი. მათი რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით;
1.4. აკადმიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგძლივობას, რაც მიეთითება წესდებაში;
1.5. აკადემიური საბჭოს დებულებას ამტკიცებს დამფუძნებელთა საბჭო;
1.6. აკადემიური საბჭო შეიმუშავებს და დამფუძნებელთა საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის წესდებას, შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინარულ პასუხისმგებლობის ნორმებს.
თავი II
მუხლი 2 - აკადემიური საბჭოს არჩევა:
2.1. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ უნივერსიტეტის საარჩევნო დებულების შესაბამისად;
2.2. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ პროფესორისა;
2.3. აკადემიური საჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგძლივობას, რაც მიეთითება წესდებაში;
2.4. აკადმიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება 1/3-ით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.
თავი III
აკადემიური საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი:
3.1. აკადემიური საბჭო შეიმუშავებს და დამფუძნებელთა საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის წესდებას, შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებს;
3.2. აკადემიური საბჭო შეიმუშავებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს დამფუძნებელთა საბჭოს;
3.3. ფაკულტეტების წარდგენით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
3.4. ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მობილობისა და ინგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
3.5. ამტკიცებს კოეფიციენტებს და სტუდენტთა კონტინგენტს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
3.6. ადგენს სხვა უმაღლესი სასწავლებლების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების ცნობის წესს;
3.7. ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებებს;
3.8. ადგენს აკადმიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს;
3.9. ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ და გასცემს შესაბამის დიპლომს;
3.10. ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
3.11. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს.
თავი IV
აკადემიური საბჭოს სტრუქტურა, ძირითადი ამოცანები
მუხლი 4 - აკადემიური საბჭოს სტრუქტურა:
4.1. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადმიური პერსონალის ყველა წევრისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლობის მიერ უნივერსიტეტის საარჩევნო დებულების შესაბამისად;
4.2. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს _ რექტორი;
მუხლი 5 - აკადემიური საბჭოს ძირითადი ამოცანები:
5.1. უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ძირითადი მიმართულებების გან-საზღვრა და შემუშავება;
5.2. უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევის, სწავლების პრიორიტეტებისა და პოსტერიორიტიტების განსაზღვრა, რომლის უმთავრესი კრიტერიუმია სწავლებისა და კვლევის ხარისხი;
5.3. სხვა უმაღლეს სასწავლებლების მინიჭებული აკადემიური ხარისხების ცნობის წესის დადგენა.
თავი V
მუხლი 6 - აკადემიური საბჭოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
აკადემიური საბჭოს რეორგანიზაცია შესაძლებელია არსებული კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ~ ახალი რედაქციისა ან ახალი კანონმდებლობის მოთხოვნის საფუძველზე.
აკადემიური საბჭოს დადგენილება