§ 1. სტუდენტთა მიერ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაფორმება
1.1 მაგისტრანტი საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა და სარეგისტრაციო პროცედურის გავლის, ბაკალავრი სტუდენტი ეროვნული გამოცდებით უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და სარეგისტრაციო პროცედურის გავლის, ხოლო სტუდენტი დოქტორანტი საბუთებისა და განცხადების შემოტანისა და სარეგისტრაციო პროცედურის გავლის შემდეგ, აფორმებს უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას (კონტრაქტს).
1.2 ხელშეკრულება სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის იდება ერთხელ და ის მოქმედებს უნივერსიტეტში სტუდენტის სამაგისტრო/საბაკალავრო/სადოქტორო, სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში. ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე ხდება ხელშეკრულების მხოლოდ იმ მუხლის გადასინჯვა, რომელიც ეხება სწავლების წლიურ საფასურს და რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციურ პროცესებთან.
1.3 განსაკუთრებული შემთხვევები, როგორიცაა ,,აკადემიურის აღება”, სწავლიდან ხანგრძლივი დროით გამოთიშვა, ისევე, როგორც ჩავარდნილი საგნების ხელახლა აღება, ან სხვადასხვა მიზეზით სადოქტორო პროგრამისათვის განკუთვნილი ვადების დარღვევა და ა.შ. კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებში არ თავსდება და მათ არეგულირებს საუნივერსიტეტო წესდების შესაბამისი მუხლები.
1.4 უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას სტუდენტი აფორმებს შესაბამის დეკანატებში.
ხელშეკრულება №
ქ. თბილისი
” _____ ” ____ 2008 წ.
წინამდებარე ხელშეკრულება იდება ერთი მხრივ შპს ,,თბილისის უნივერსიტეტს~ (შემდგომში ,,უნივერსიტეტი~), წარმოდგენილი მისი რექტორის პროფ. დავით ჯანგულაშვილის სახით და მეორე მხრივ ამავე უნივერსიტეტის
__________________________________________________________________
(სპეციალობის დასახელება)
სპეციალობაზე ჩარიცხულ პირს (შემდგომში ”სტუდენტი”) ________________________________________________________შორის.
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
მხარეებმა ხელშეკრულება დავდეთ შემდეგზე:
I უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას:
1.1. შექმნას სპეციალობის ათვისებისა და პროფესიული შრომის უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის, ,,სტუდენტის” მომზადებისა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის საჭირო აუცილებელი პირობები;
1.2. სწავლების სრული კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს მიანიჭოს შესაბამისი აკადემიური ხარისხი და გასცეს მასზე შპს ”თბილისის უნივერსიტეტის” დამთავრების დამადასტურებელი სახელმწიფო დიპლომი.
II სტუდენტი ვალდებულია:
2.1 იცოდეს ,,უნივერსიტეტის” შინაგანაწესი, აკადემიური მოთხოვნები და განუხრელად იცავდეს მას;
2.2. დაიცვას და შეასრულოს ,,უნივერსიტეტთან” დადებული ხელშეკრულების პირობები;
2.3. გაუფრთხილდეს ,,უნივერსიტეტის” პრესტიჟს;
2.4. ყოველი სემესტრის დასაწყისში გაიაროს ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია დადგენილ ვადებში;
2.5. დროულად აცნობოს ,,უნივერსიტეტის” ადმინისტრაციას პირად ბარათში მითითებული ინფორმაციის ცვლილებების შესახებ;
2.6. დაიცვას ეთიკისა და ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმები;
2.7. გაუფრთხილდეს ,,უნივერსიტეტის” კუთვნილ ქონებას.
III სხვა პირობები:
3.1. თბილისის უნივერსიტეტში სწავლის წლიური საფასურის გადახდა წარმოებს სემესტრულად. ,,სტუდენტი~ ვალდებულია ყოველი სემესტრის დასაწყისში (ერთი კვირის ვადაში) გადაიხადოს წლიური საფასურის 50%. ვადის გადაცილების შემთხვევაში დაერიცხება საურავი 0,01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.2. 2008-2009 სასწავლო წელს სწავლების წლიური საფასური შეადგენს _____________________________________ ლარს;
3.3 სწავლების წლიური საფასურის შეცვლა შესაძლებელია მომდევნო სასწავლო წლისათვის ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების გათვალისწინებით. აღნიშნულის შესახებ ,,სტუდენტს~ ეცნობება სასწავლო წლის დაწყებამდე, ორი თვით ადრე;
3.4. ,,უნივერსიტეტიდან” გარიცხულ ,,სტუდენტს~ გადახდილი სწავლის საფასური არ უბრუნდება;
3.5. ,,სტუდენტი”, რომელიც სემესტრულ შეფასებაში მიიღებს ნიშანს (ანუ ჩაიჭრება), კრედიტის მისაღებად ვალდებულია დისციპლინის სრული კურსი მოისმინოს განმეორებით და საგნის ერთ კრედიტში გადაიხადოს ჯარიმა 25 ლარის ოდენობით ან ამ საგნის შესწავლა გადაიტანოს დამატებით მე-9 სემესტრში;
3.6. ,,სტუდენტს”, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზ-ღვრულ ვადებში (ბაკალავრიატი 4 წელი, მაგისტრატურა 2 წელი) ვერ მოიპოვებს აკადემიურ ხარისხს უფლება ეძლევა სასწავლო პროგრამა დაასრულოს მომდევნო, არაუმეტეს 4 სემესტრის განმავლობაში და გადაიხადოს იმ პერიოდისათვის დადგენილი სემესტრული გადასახადი;
3.7. მხარეთა შორის წარმოშობილი დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეუთანხმლებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3.8. ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიძლება შევიდეს მხოლოდ წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი უნდა იყოს ორივე მხარის მიერ;
3.9. ხელშეკრულება ძალაშია ორივე მხარის მიერ ხელმოწერისთანავე და მოქმედებს ბაკალავრიატში სწავლის ვადის დასრულებამდე;
3.10. ხელშეკრულება ხელმოწერილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად და თითო ეგზემპლარი ინახება მხარეებთან.
IV ხელმოწერები:
რექტორი, პროფ. _______________
სტუდენტი ________________
პირადობის მოწმობის № _____________
§ 2. სტუდენტის უნივერსიტეტში აღდგენისა და სწავლის განახლების შემთხვევები
2.1. სტუდენტი, რომელიც დაფარავს დავალიანებას და გადაიხდის ჯარიმას, მისი სურვილის შესაბამისად, შესაძლოა აღდგეს უნივერსიტეტის სტუდენტად. ასეთ შემთხვევაში ის არ გაივლის ხელახლა მისაღებ გამოცდებს (მაგისტრატურაში), თუმცა მასთან უნივერსიტეტი აფორმებს ახალ კონტრაქტს სწავლების იმ საფასურით, რომელიც არის კონტრაქტის აღდგენის პერიოდისათვის.
2.2. სასწავლო წელზე აღდგენა და სწავლის განახლება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეწყვიტათ სწავლა უბედური შემთხვევის, ავადმყოფობის, სამსახურეობრივი მივლინების შემთხვევაში, თუ მათ დაწერეს თავის დროზე (სწავლის შეწყვეტის პერიოდში) განცხადება და ოფიციალურად მოითხოვეს დროებით სწავლის შეწყვეტა - აკადემიური შვებულება.
2.3. სტუდენტს უფლება აქვს ავადმყოფობის ან სხვა მიზეზების გამო აიღოს აკადემიური შვებულება. აკადემიური შვებულება სტუდენტმა შეიძლება აიღოს სემესტრულად - არა უმეტეს 2 სემესტრისა, ანუ ჯამურად 1 აკადემიური წლისა.
2.4. აკადემიური შვებულებით სარგებლობის მოსურნე სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უნივერსიტეტი სტუდენტისათვის სწავლის საფასურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს მხოლოდ სწავლების პროგრამით განსაზ-ღვრული ვადის განმავლობაში.
2.4.1. აკადემიური შვებულების ასაღებად სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ სემესტრზე, თუ წელზე, რათა დარჩეს უნივერსიტეტის წიაღში. დაურეგისტრირებელი სტუდენტი ექვემდებარება ამორიცხვას და, შესაბამისად, მასზე აკადემიური შვებულებაც ვერ გაფორმდება.
2.4.2. ახალ სასწავლო წელზე, ან სემესტრზე რეგისტრაციის შემდეგ აკადემიური შვებულების ამღები სტუდენტი აკადემიური შვებულებიდან გამოსვლისა და პროგრამაზე აღდგენის შემდეგ, გადაიხდის იმ სხვაობას, რომელიც მისი აღდგენის პერიოდისათვის წარმოიქმნა მის მიერ გადახდილ რეგისტრაციის თანხასა და პროგრამის შესაძლო გაძვირების შემთხვევაში შემოღებულ ახალ სარეგისტრაციო ტარიფს შორის.
§ 3. სტუდენტთა საიდენტიფიკაციო ნომერი და საიდენტიფიკაციო ბარათი
3.1. საიდენტიფიკაციო ნომერი
ყველა სტუდენტს რეგისტრაციის შემდეგ ეძლევა საიდენტიფიკაციო ნომერი. ეს ნომერი დაფიქსირებულია მის საიდენტიფიკაციო ბარათშიც. სტუდენტთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია (აკადემიური მოსწრება და ა.შ.) არის კონფიდენციალური და ამიტომ მათი საჯაროდ გამოცხადება ხდება არა გვარების, არამედ საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.
3.2. საიდენტიფიკაციო ბარათი
სტუდენტები ვალდებულნი არიან თან ატარონ საიდენტიფიკაციო ბარათი და წარადგინონ ისინი უნივერსიტეტის თანამშრომლების (ძირითადად დაცვის თანამშრომლების) მოთხოვნისას.
უნივერსიტეტში, ინფორმაციულ ცენტრსა და ბიბლიოთეკაში შესასვლელად საჭიროა საიდენტიფიკაციო ბარათის ჩვენება, ვინაიდან საიდენტიფიკაციო ბარათის აღებისას ფიქსირდება სტუდენტის ბიბლიოთეკისა თუ ცენტრის წევრობა.
საიდენტიფიკაციო ბარათი უფასოა. იგი სტუდენტს ეძლევა სწავლის დაწყებისთანავე 1 კვირის ვადაში. საიდენტიფიკაციო ბარათი სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული მომსახურეობით: ბიბლიოთეკით, საინფორმაციო ცენტრებით, სპორტული დარბაზით, სპორტული მოედნებითა და სხვა.
საიდენტიფიკაციო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, სტუდენტი ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სწავლების მენეჯერს. ბარათის აღდგენამდე სტუდენტს გამოეწერება ,,მწვანე” დროებით საშვი 1 კვირის ვადით. სტუდენტი ვალდებულია აღადგინოს საიდენტიფიკაციო ბარათი და გადაიხადოს ჯარიმა 15 ლარის ოდენობით.
§ 4. უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობა
4.1. სწავლების სხვადასხვა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქ-ტორანტურა) უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობა სხვადასხვაა.
საბაკალავრო სწავლების პროგრამით განსაზრვრული ვადაა 4 წელი, ანუ 8 სემესტრი;
სამაგისტრო სწავლების პროგრამით განსაზღვრული ვადაა 2 წელი, ანუ 4 სემესტრი;
სადოქტორო სწავლების პროგრამით განსაზღვრული ვადაა 3 წელი, ანუ 6 სემესტრი;
4.2. საბაკალავრო, სამაგისტრო სწავლება შეიძლება გახანგრძლივდეს, თუ:
სტუდენტმა ვერ ჩააბარა რომელიმე საგანი და მას მოუწია კურსის ხელახლა აღება;
მაგისტრანტმა ან დოქტორანტმა, სამსახურის თუ სხვა მიზეზის გამო, აიღო სემესტრში განსაზღვრულზე ნაკლები საგნები, ანუ პროგრამაზე ან სემესტრზე დარეგისტრირდა ნახევარი განაკვეთით;
სტუდენტი იძულებული გახდა აეღო აკადემიური შვებულება.
§ 5. საკრედიტო სისტემა
5.1. კრედიტი აღნიშნავს, თუ რა სიღრმით გაიარა სტუდენტმა ესა თუ ის კურსი, ანუ რა დრო იქნა დახარჯული სალექციო, სასემინარო თუ დამოუკიდებელ მუშაობაზე.
5.2. უნივერსიტეტში მოქმედებს თანამედროვე საკრედიტო სისტემა, რომელიც ეფუძნება ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას.
5.3. კრედიტების დაანგარიშების საფუძვლად აღებულია ევროპული სისტემა (ECTS):
1 კრედიტი = 25 სთ. აქედან:
10 სთ - სალექციო, საგამოცდო (შუალედური გამოცდა და ფინალური).
15 სთ - სტუდენტის ინდივიდუალური და პრაქტიკული მუშაობა, პრეზენტაციების, რეფერატების მომზადება;
საგნების უდიდესი ნაწილი თბილისის უნივერსიტეტში 5 კრედიტიანია, მაგრამ არის 2, 3 და 6 კრედიტიანი საგნებიც
§ 6. გამოცდები
6.1. სტუდენტს კონკრეტულ საგანში კრედიტი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მან ჩააბარა საბოლოო გამოცდა და ამ დისციპლინაში სემესტრული შეფასებით მოაგროვა 51 ან მეტი ქულა.
6.2. სტუდენტს, რომელიც საბოლოო გამოცდაზე მიიღებს 20 ქულაზე ნაკლებს, მაგრამ სემესტრულ შეფასებაში (სხვა კომპონენტებში მიღებული ქულების ხარჯზე) 41-დან 50 ქულის ჩათვლით, ერთხელ ეძლევა უფლება განმეორებით გავიდეს გამოცდაზე კრედიტის მისაღებად.
6.3. სტუდენტი, რომელიც საპატიო მიზეზებით ვერ გავიდა გამოცდაზე, ის უფლებამოსილია განმეორებით გავიდეს გამოცდაზე.
6.4. სტუდენტი, რომელიც სემესტრულ შეფასებაში მიიღებს ნიშანს (ანუ ჩაიჭრება) კრედიტის მისაღებად ვალდებულია დისციპლინის სრული კურსი მოისმინოს განმეორებით.
§ 7. კრედიტის საფასური და აკადემიური დავალიანების დაანგარიშების წესი
7.1. ერთი კრედიტის საფასური განსაზღვრული იქნეს სტუდენტის ერთი წლის სწავლების საფასურის 60 კრედიტზე განაყოფით.
7.2. თითოეულ სემესტრში სტუდენტს დაერთოს ნება დამატებით მხოლოდ 5 კრედიტის აღებისა გარდა დამამთავრებელი VII სემესტრისა ბაკალავრიატში III სემესტრისა მაგისტრატურაში - 10 კრედიტი.
7.3. სტუდენტი, რომელმაც ვერ მოაგროვა განსაზღვრულ ვადებში 240 კრედიტი უფლებამოსილია გაიაროს დამატებითი IX სემესტრი ზემდგომ ორგანოებთან შეთანხმებით.
7.4. საბაკალავრო კურსი - 240 კრედიტი
ხანგრძლივობა: 4 წელი, ანუ 8 სემესტრი;
მოცულობა: 240 ECTS კრედიტი.
ზოგადი კურსები: 120 კრედიტი; ძირითადად - I-IV სემესტრები;
სპეციალური კურსები: 110 კრედიტი. ძირითადად - V-VIII სემესტრები;
საბაკალავრო ნაშრომი 10 კრედიტი.
7.5. სამაგისტრო კურსი - 120 კრედიტი
ხანგრძლივობა: 2 წელი, ანუ 4 სემესტრი
მოცულობა: 120 ECTS კრედიტი.
ზოგადი კურსები - 30 კრედიტი;
სპეციალური კურსები - 60 კრედიტი;
სამაგისტრო ნაშრომი: 30 კრედიტი, აქედან: ინდივიდუალური ლექცია-სემინარი ხელმძღვანელთან - 6 კრ. კვლევა-სამაგისტრო ნაშრომის გაფორმება-დაცვა - 24კრ.
7.6. სადოქტორო კურსი - 180 კრედიტი
ხანგრძლივობა: 3 წელი
მოცულობა: 180 ECTS კრედიტი.
ლექცია-სემინარები - 30 კრედიტი - 10 კრედიტი წელიწადში;
პედაგოგიური პრაქტიკა - 18 კრედიტი - 6 კრედიტი წელიწადში;
კონფერენცია/პროექტები - 12 კრედიტი - 4 კრედიტი წელიწადში;
პუბლიკაციები - 12 კრედიტი - 4 კრედიტი წელიწადში;
კვლევა/დისერტაცია - 108 კრედიტი - 36 კრედიტი წელიწადში.
§8. ცოდნის შეფასება
8.1.სტუდენტთა ცოდნის შეფასება წარმოებს 100 ქულიანი სისტემით. 100 ქულიდან 40 ქულით ფასდება საბოლოო გამოცდა, ხოლო დარჩენილი 60 ქულა კი - ნაწილდება პრაქტიკულ სემინარულ მეცადინეობებზე და შუალედურ გამოცდებზე (კოლოქვიუმები). ქულების განაწილება ცალკეული დისციპლინების მიხედვით აღწერილია ლექტორის მიერ საგნის სილაბისში.
8.2. თბილისის უნივერსიტეტში ცოდნის (საბოლოო) სემესტრული შეფასებისას მხედველობაში მიიღება ოთხი კომპონენტი, რომლებშიც აისახება სემესტრის განმავლობაში სტუდენტის მუშაობის ხარისხი. ამ მიზნით შეფასების თითოეულ კომპონენტს მინიჭებული აქვს ქულების გარკვეული რაოდენობა. კერძოდ:
I. მეცადინეობაზე დასწრება 0 - 10 ქულა
II. აქტიურობა 0 - 20 ქულა
III. შუალედური გამოცდა 0 - 30 ქულა
IV. საბოლოო გამოცდა 0 - 40 ქულა
__________________________________
სემესტრული შეფასება (ჯამი) - 0 - 100 ქულა
8.3. სემესტრის განმავლობაში სტუდენტის მუშაობა ფასდება საგნის ლექტორის მიერ I, II და III კომპონენტის მიხედვით და აღირიცხება შესაბამის უწყისში;
8.4. სტუდენტი ვალდებულია თითოეული კომპონენტის მიხედვით სემესტრის განმავლობაში დააგროვოს ქულების გარკვეული რაოდენობა, რომ მოიპოვოს საბოლოო გამოცდაზე გასვლის უფლება (გამოცდაზე დასაშვები ქულების რაოდენობა მითითებულია საგნის სილაბუსში და მათი რაოდენობა არ შეიძლება იყოს 50-ზე ნაკლები)
8.5. სტუდენტის ცოდნის საბოლოო სემესტრული შეფასება წარმოებს ზემოთ აღნიშნულ კომპონენტებში დაგროვილი ქულების საერთო ჯამის მიხედვით - შემდეგი შკალის შესაბამისად:
ქულების
რაოდენობა |
ნიშანი |
შეფასება |
91-100 |
A |
ფრიადი |
81-90 |
B |
ძალიან კარგი |
71-80 |
C |
კარგი |
61-70 |
D |
დამაკმაყოფილებელი |
51-60 |
E |
საკმარისი |
41-50 |
F |
ვერ ჩააბარა (სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება) |
0-40 |
FF |
ჩაიჭრა (სტუდენტმა კრედიტის მისაღებად დისციპლინის კურსი განმეორებით უნდა მოისმინოს) |
8.6. საბოლოო გამოცდა ჩაითვლება ჩაბარებულად თუ სტუდენტი გამოცდაზე მიიღებს გამოცდის მაქსიმალური ქულის 50%-ზე არა ნაკლებს (20 ქულა ან მეტი);
8.7. სტუდენტს კონკრეტულ საგანში კრედიტი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ მან ჩააბარა საბოლოო გამოცდა და ამ დისციპლინაში სემესტრული შეფასებით მოაგროვა 51 ან მეტი ქულა;
8. 8. სტუდენტს საგანში კრედიტი არ მიენიჭება, თუ მან ვერ ჩააბარა საბოლოო გამოცდა, ან სემესტრული შეფასებით ამ საგანში მოაგროვა 51 ქულაზე ნაკლები;
8.9. სტუდენტს, რომელიც საგანში საბოლოო გამოცდაში მიიღებს 20 ქულაზე ნაკლებს, მაგრამ სემესტრულ შეფასებაში (სხვა კომპონენტებში მიღებული ქულების ხარჯზე) გამოუვა 41-დან 50-ის ჩათვლით ქულა, ერთხელ ეძლევა უფლება განმეორებით გავიდეს გამოცდაზე საგანში კრედიტის მისაღებად.
§9. სასწავლო პროცესი
9.1. თბილისის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამით მომზადების ხანგრძლივობა არის 4 წელი, ანუ 8 სემესტრი;
9.2. ერთი სემესტრის ხანგრძლივობა 15 კვირაა;
9.3. სტუდენტის კვირეული სააუდიტორიო დატვირთვა არ აღემატება 20 საათს;
9.4. სააუდიტორიო მეცადინეობები ჩატარდება ყოველდღე შაბათ კვირის გარდა. ლექციები დაიწყება 10.00 საათზე;
9.5. ერთი აკადემიური საათის ხანგრძლივობა 50 წუთია. მეცადინეობების დაწყება-დამთავრებას პროფესსორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს აუწყებთ ზარი. მეცადინეობებს შორის შუალედი 10 წუთია;
9.6. უნივერსიტეტში სააუდიტორიო მეცადინეობები ტარდება დამტკიცებული ცხრილის მიხედვით, რომელიც დგება ერთი სემესტრისათვის და გამოიკვრება დერეფანში მეცადინეობის დაწყებაბამდე ერთი კვირით ადრე;
9.7. თითოეულ აკადემიურ ჯგუფში დეკანის მიერ ინიშნება ჯგუფხელი;
9.8. თითოეულ ჯგუფზე გახსნილია მეცადინეობებზე სტუდენტთა დასწრების აღრიცხვის ჟურნალი. ჯგუფხელი ჟურნალს იღებს მეცადინეობის დაწყებამდე ფაკულტეტის სამდივნოდან და მეცადინეობის დამთავრების შემდეგ უკან აბრუნებს.
§10. სასწავლო და სალექციო დროის განაწილება
10.1. ბაკალავრების სალექციო დღე იწყება 10.00 და მთავრდება 13.50 საათზე.
| I ლექცია: |
II ლექცია: |
I საათი (ნაწილი) 10.00 – 10.50
შესვენება - 10.00 - 10.00 |
III საათი (ნაწილი) 12.00 – 12.50 |
| II საათი - 11.10 – 11.50 |
IV საათი - 13.00 – 13.50 |
| შაბათი და კვირა დასვენება |
|
10.2. მაგისტრატურაში სალექციო დღე იწყება 18.30 და მთავრდება 20.45
I საათი (ნაწილი) 18.00 – 18.50 |
| II საათი - 19.00 – 19.50 |
| შაბათი და კვირა დასვენება |
10.3. 2008-2009 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი
- პირველი სემესტრის სააუდიტორო მეცადინეობები
დაიწყება 15. 09. 2008წ დამთავრდება 26. 12. 2008წ.
29. 12. 2008წ _________ 14. 01. 2009წ.
15. 01. 2009წ _________ 13. 02. 2009წ.
- სემესტრებს შორის არდადეგები
15. 01. 2009წ __________ 27. 02. 2009წ.
- II სემესტრის სააუდიტორიო მეცადინეობები
2. 03. 2009წ. _________ 12. 06. 2009წ.
15. 06. 2009წ. _________ 10. 07. 2009წ.
17. 04. 2009წ. _________ 20. 04. 2009წ.
- 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის უფლების მოპოვების მიზნით ბაკალავრიატის სტუდენტმა ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2008 წლის 4 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია 12 სექტემბრის ჩათვლით;
- 2008-2009 სასწავლო წლის II სემესტრში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით ბაკალავრიატის სტუდენტებმა ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2009 წლის 9 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია 23 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით.
სტუდენტები, რომლებიც დადგენილ ვადებში არგაივლიან რეგისტრაციას შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი
უქმე დღეები
(ამონაწერი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 64 მუხლიდან)
1 და 2 იანვარი - ახალი წელი
7 იანვარი - შობა
19 იანვარი - ნათლისღება
3 მარტი - დედის დღე
8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, სამშობლოსათვის დაღუპულთა მოსახსენიებელი დღე
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
12 მაისი - წმინდა ანდრეა მოციქულის ხსენების დღე
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
28 აგვისტო - მარიამობა
14 ოქტომბერი - მცხეთობა
23 ნოემბერი - გიორგობა
§11. თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტის
უფლებები და მოვალეობები
11.1. უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს:
_ მიიღოს ხარისხიანი განათლება;
_ ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ბიბლიოთეკით, ინტერნეტით, სასწავლო კურსების სილაბუსებით და სხვა საშუალებებით:
_ მიიღოს ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ;
_ მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს საგამოცდო შედეგები;
_ მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია სასწავლო დისციპლინების და გამოცდის ჩატარების ვადებისა და ფორმატის თაობაზე;
_ პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება სპეციალური კითხვარის მიხედვით;
_ ისარგებლოს სტუდენტთა მობილობის შესაძლებლობით - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
11..2. უნივერსიტეტის სტუდენტი ვალდებულია:
_ იცოდეს უნივერსიტეტის შინაგანაწესი, აკადემიური მოთხოვნები და განუხრელად იცავდეს მას;
_ დაიცვას და შეასრულოს უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების პირობები;
_ გადაიხადოს სწავლის სემესტრული საფასური დადგენილ ვადებში და გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია;
_ დროულად აცნობოს (10 დღე) უნივერსიტეტის ადმინისტრაციას პირად ბარათში მითითებული ინფორმაციის ცვლილებების შესახებ;
_ დაიცვას ეთიკისა და ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმები;
_ გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის კუთვნილ ქონებას.
11.3. სტუდენტისათვის შეუფერებელ და არაეთიკურ საქციელად ჩაითვლება:
_ მეცადინეობებზე დაგვიანებით შესვლა;
_ თამბაქოს მოწევა შენობაში, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა;
_ ბანქოს თამაში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე და შენობაში;
_ უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ;
_ შეფასების მიღების მცდელობა შემფასებელზე მუქარით, მოტყუებით, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებებით;
_ სხვისი აზრისა თუ ნაშრომის ციტირება ავტორის მითითების გარეშე.
ეთიკის კოდექსის დამრღვევი სტუდენტების მიმართ გატარდება მკაცრი ადმინისტრაციული და ფინანსური ზომები (გაფრთხილება, საყვედური, ჯარიმა), ხოლო განმეორებისშემთხვევაში დაისმება საკითხი სტუდენტის სტატუსისშეწყვეტის შესახებ.
11.4. სტუდენტის სტატუსი
სტუდენტის სტატუსის მინიჭების შემდეგ უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა, რომელიც გულისხმობს სწავლის საფასურის გადახდას (ან გადარიცხვას) ბანკში და პირადი სარეგისტრაციო ბარათის შევსებას დეკანატში.
სწავლის სემესტრული საფასურის ჩარიცხვა (ან გადარიცხვა) უნდა მოხდეს უნივერსიტეტის ანგარიშზე ბანკში:
შპს,,თბილისის უნივერსიტეტი”
სს,,საქართველოსბანკის” ცენტრალური ფილიალი
ანგარიშის№ 211026700
ბანკისკოდი№ 220101502
უნივერსიტეტში სწავლის პროცესში სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება ადგილი ჰქონდეს სტუდენტის სტატუსის შეჩერებას ან შეწყვეტას.
11.5. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
_ ადმინისტრაციული რეგისტრაციის არ გავლა;
_ აკადემიური შვებულება;
_ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სტატუს შეჩერებული სტუდენტებისათვის შემდგომში სემესტრების ათვლა და სწავლის გაგრძელება შესაძლებელია იმ სემესტრიდან, რომელშიც გაივლის ადმინისტრაციულრეგისტრაციას.
11.6. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
_ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხულ პირთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის არ გავლა;
_ პირადი განცხადება;
_ საგანმანათლებლო პროგრამის დამთავრება;
_ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული აკადემიური მოთხოვ-ნების შეუსრულებლობა დადგენილ ვადებში;
_ სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა დანაშაულის ჩადენისათვის;
_ ადმინისტრაციული რეგისტრაციის არ გავლა ზედიზედ სამი სემესტრის განმავლობაში;
_ ერთი და იგივე საგნის ორჯერ მოსმენის შემდეგ კრედიტის ვერ მიღება;
_ სტუდენტისათვის შეუფერებელი და არაეთიკური საქციელის განმეორებით ჩადენის შემთხვევა;
_ გარდაცვალება.
სტატუსის შეწყვეტის კანდიდატს ეძლევა თბილისის უნივერსიტეტიდან სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის შესაძლებლობა.