გთხოვთ, წარმოადგინოთ სამეცნიერო შრომები რეფერირებად კრებულში -”მეცნიერება და ცხოვრება” - დასაბეჭდად.
გამოსაქვეყნებელი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- სტატია შეიძლება დაწერილი იყოს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე;
- ნაშრომს თან უნდა დაერთოს რეზიუმე (8-10 სტრიქონი) სამ ენაზე (ქართული, რუსული და ინგლისური). სამივე ენაზე უნდა ითარგმნოს ნაშრომის სათაური, ავტორის სრული სახელი და გვარი;
- ქართული ნაშრომი იწყობა Acad Nusx და Acad Mtavr შრიფტით;
- რუსული და ინგლისური ნაშრომები იწყობა Times New Roman შრიფტიით. შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის 1,5 ინტერვალი;
- ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს A4 ზომის 5-7 ნაბეჭდ გვერდს, ლიტერატურისა (არაუმეტეს 8-10 დასახელებისა) და რეზიუმეების ჩათვლით;
- ნაშრომი უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულ ვერსიასთან ერთად და ამობეჭდილი A4 ზომის ქაღალდზე ერთ ეგზემპლიარად;
- ნაშრომს ცალკე ფურცელზე უნდა დაერთოს ავტორის საკონტაქტო რეკვიზიტები: მისამართი (სახლის, სამსახურის, აკადემიური თანამდებობა, ტელეფონის ნომერი);
- ნაშრომში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი.
- ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 მარტი.
სტატიის დაბეჭდვა სამეცნიერო კრებულში მოხდება თბილისის უნივერსიტეტის ხარჯზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვირეკეთ ტელეფონზე:
37-60-29; 855 35-64-10; 45-08-26; 18-81-34; 18-80-34.
E-mail: info@tbuniver.edu.ge www. tbuniver.edu.ge